воскресенье, 18 августа 2013 г.

1.პროექტის სახელწოდება: მათემატიკა ჩვენს გარშემო.    
2. პროექტის მთავარიიდეა{ თემა} 1-2 წინადადებით:.მოსწავლეები იკვლევენ მათემატიკის როლს მოსწავლეთა და სხვადასხვა ადამიანების ცხოვრებაში.ში.
3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები იღებენ ინტერვიუს, ადგენენ კითხვარს,  ჯგუფებან იყოფიან და იღებენ ინტერვიუს სხვადასხვა ასაკის, პროფესიის ადამიანებისგან, ეძებენ სახელმძღვანელოებში საჭირო ინფორმაციას და ინტერნეტში. რის შემდეგაც ემზადებიან პრეზენტაციისათვის.
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეები შეძლებენ დადგენას თუ რა როლი უჭირავს მათემატიკას ჩვენს ცხოვრებში.
5.მონაწილეთა ასაკი: 12-14
6.ვადები,ხანგრძლივობა: 2-3 თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროექტები,რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები ისწავლიან ინტერვიუს აღებას, შეიძენენ კვლევის უნარ-ჩვევებს,  ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას და გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები. პროდუქტები: ფოტოალბომი, პრეზენტაცია, ფოტოების გამოფენა, დიაგრამების, ცხრილების, გრაფიკების აგება, ბლოგები შექმნილი მასალის მიხედვით.
8. სარგებელი სხვებისთვის: მათემატიკის პრაქტიკული გამოყენება და უნარ-ჩვევათა გამომუშავება მოსწავლის მიერ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
9.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კითხვარის შედგენა, სახელმძღვანელო, ინტერნეტი.
10.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): პროექტის კვლევა მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით: ა) მათემატიკის გამოყენება ჩემი და ჩემი გარემოცვის ყოველდღიურ ცხოვრებაში. (თვითდაკვირვება, დაკვირვება სხვებზე, ინტერვიუები, ფოტოგადაღებები). იკვლევენ, რომელ მათემატიკურ ჩვევებს ფლობენ ადამიანები. ბ) მათემატიკის გამოყენება ზოგადად, სხვადასხვა პროფესიის ადამინთა ცხოვრებაში. (ინტერნეტი, პრესა, ინტერვიუები, წიგნები). გ)მათემატიკური სტატისტიკა. (დაკვირვება, გრაფიკების, ცხრილებია და დიაგრამების აგება). დ) მათემატიკის როლის მოძიება ისტორიულ წყაროებში: მათემატიკის მნიშვნელობა გლეხკაცის ცხოვრებაში. (საქრთველოს სხვადასხვა კუთხეებში არსებული ძველი სიგრძისა და წონის ერთეულები, ფართობის გამოკვლევა, მოძიება და მათი დღევანდელ ერთეულებთან შედარება).
11. საგანმანათლებლო ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთანროლი, მისი ცოდნის აუცილებლობა მოსწავლის მიერ სხვადასხვა პროფესიის ადამიანისაგან ინტერვიუს წერისას.
ისტორია - გაეცნობიან ძველად ხალხს რა კავშირი ჰქონდათ მათემატიკასთან და მათემატიკის როლს ისტორიული მოვლენების განვითარებაში.
გეოგრაფია - სხვადასხვა კუთხის და სხავდასხვა ქვეყნის ხალხის საზომი ერთეულების გამოკვლევა.
უცხო ენა - ინფორმაციის ინტერნეტში მოძიება და გადათარგმნა.
ისტ - განხორციელება ხდება ინფორმაციულ-ტექნოლოგიების გამოყენებით.
12.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ნინო წილოსანი
13.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nino.wilosani1@gmail.com